saqarTvelos mwvervalebi - wurungala

 

წურუნგალა - მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ყორულდაშის (ცხენისწყლის მდგენელი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4222 მ. აგებულია ქვედა იურული თიხაფიქლებით. წურუნგალის ქვედა კალთებზე სუბალპური და ალპური მდელოებია, ზედაზე - სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტი. წურუნგალის სამხრეთ კალთის ძირას არის ალპინისტური ბანაკი „აილამა“.